რეკლამა

ჯორჯ კლუნი ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

გასულ კვირას 56 წლის მსახიობმა, ჯორჯ კლინიმ განაცხადა, რომ აპირებს მსახიობობას თავი დაანებოს, თუმცა როგორც სჩანს, ეს განცხადება მისთვის ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ახალმა შეთავაზებამ აიძულა ეკრანს კვლავ დაუბრუნდეს, თუმცა ამჯერად არა კინოში, არამედ ახალ სერიალში.

მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ჯოზეფ ჰელერის რომანის, Catch 22, ეკრანიზაციაში.

ახალ შოუში მხოლოდ ექვსი სერია იქნება და მას Paramount გადაიღებს, თუმცა უცნობია საბოლოოდ რომელ არხზე გავა ის.

სერიალის სიუჟეტი იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ის ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

გარდა მთავარი როლისა, კლუნი ამ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.

2 047
FACEBOOK კომენტარები