რეკლამა

დენიელ კრეიგს $150 მილიონს სთავაზობენ ახალი ჯეიმს ბონდის შესრულებისთვის!

არ წყდება მითქმა-მოთქმა ჯეიმს ბონდის როლის ახალი შემსრულებლის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ Sony მზად არის დენიელ კრეიგს $150 მილიონი გადაუხადოს ჯეიმს ბონდის კიდევ ორ ფილმში თამაშისთვის. “სტუდია გულმოდგინედ ცდილობს უზრუნველყოს მსახიობის ფილმში თამაში, სანამ მის შემცვლელს იპოვის”, იტყობინება წყარო. თავდაპირველად ბონდის გულშემატკივრები კრეიგის პერსონას აგენტის როლზე უარყოფითად შეხვდნენ. წინააღმდეგობას იწვევდა ის ფაქტი, რომ კრეიგი ქერა იყო წინამორბედებისგან განსხვავებით, მაგრამ მის მიერ შესრულებული აგენტი 007 ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ბონდად იქცა.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს სპექტრი: აგენტი 007 გამოვიდა ეკრანებზე, არ წყდებოდა სპეკულაცია კრეიგის შემცვლელთან დაკავშირებით. საუბრობდნენ ტომ ჰიდლსტონის და იდრის ელბას სახელებზე. თუმცა, როგორც ჩანს შემდეგი ბონდი კვლავ დენიელ კრეიგი იქნება.

4 494
FACEBOOK კომენტარები