,,გაყინული 2″ ეკრანზე 2018 წლამდე არ გამოჩნდება !
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ,,გაყინულის” გულშემატკივრებისათვის სამწუხარო ინფორმაცია – ფილმს 2018 წლამდე ვერ იხილავენ და თარიღმა კვლავ შეიძლება გადაიწიოს. ასეთი დიდი შუალედი შესაძლოა ფილმის შემქმნელებს ძვირად დაუჯდეთ, რადგან ამ ორი წლის განმავლობაში გულშემატკივრები გაიზრდებიან და სხვა განწყობით შეხვდებიან მეორე ნაწილს. სხვა მხრივ თუ შევხედავთ სიტუაციას, შესაძლოა მეორე ნაწილმა ახალი თაობა მოიზიდოს. თუ დისნეი ,,გაყინულის” სტილში კიდევ ერთ ფილმს გამოუშვებს მაშინ ეს დიდი წარმატების მომტანი შეიძლება იყოს მთლიანად ფრანჩაიზისთვის. ორივე ვარიანტი საინტერესოა, თუმცა მოდით ვაღიაროთ, რომ დისნეიმ შესანიშნავად იცის საკუთარი საქმე და იცნობს მაყურებელს. სხვებზე უკეთ იციან რა და როგორ გააკეთონ. არის ჭორები იმის შესახებ, რომ მომდევნო ნაწილმა შესაძლოა სრულიად სხვა მიმართულება აიღოს. ისეთი ისტორია შეიძლება მოგვითხროს, რომელიც პირველთან არანაირ კავშირში იქნება. ფოკუსირება იქნება არა ერთ, არამედ მრავალ განსხვავებულ გმირზე. დისნეი ამ თემაზე არ საუბრობს და ოფიციალური განცხადებაც არ გაკეთებულა. თუმცა, ფაქტი ერთია, არავის სურს ჩავარდნილი ფილმისა და დანაღვლიანებული მაყურებლის ხილვა.