ტეგები
სემ რაიმის ”ადამიანი ობობას” წარმატების სჯერა
ახლა როცა სონი და მარველი ძალებს აერთიანებენ ახალი ”ადამიანი ობობას” გადასაღებად ფანები კმაყოფილებასაც და უკმაყოფილებასაც გამოხატავენ იმის თაობაზე, რომ ეს უკვე მესამე რიმეიქია 15 წლის განმავლობაში. ტომ ჰოლანდი დათანხმდა პიტერ პარკერის როლზე, ასევე გავიგეთ რომ დეიდა მეის როლს მარისა ტომეი შეასრულებს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვსმენია რეჟისორ სემ რეიმისგან რომელმაც ”ადამიანი ობობას” პირველი სამი ნაწილი გადაიღო. რეიმი კომიქ-კონზე ტელე სერიალ ”Ash Vs. Evil Dead”-ს წარადგენდა თუმცა MTV-ის მიერ დასმულ კითხვას ცნობილ გმირზე სიამოვნებით უპასუხა.
"მე მარკ ვების ორივე ფილმი ვნახე და ისინი ძალიან კარგია, ასევე მოხარული ვარ იმით რომ მარველი პიტერ პარკერს სკოლაში აბრუნებს. მე ვფიქრობ ეს ახლიდან დაწყებას დაემსგავსება და მწამს რომ წარმატებული გამოვა. სუპერგმირის სკოლაში ყოფნა ნამდვილად უნიკალური რამაა და საინტერესოც უნდა გამოვიდეს, მჯერა არ ფილმის წარმატების.
ტომ ჰოლანდი პირველად ”Captain America: Civil War”-ში გამოჩნდება, რომელსაც ატლანტაში იღებენ, სანამ სოლო ფილმში ვიხილავთ.
ჭორებს თუ დავუჯერებთ ”ადამიანი ობობას” ახალი ფილმი მომდევნო ტრილოგიის დასაწყისია რომლის დროსაც მოქმედება სკოლის პერიოდს არ ცდება, წინა ნაწილებისგან განსხვავებით პიტერ პარკერს არ მოუწევს მისი ძალების გათავისება, ის უკვე ჩამოყალიბებული სუპერგმირია და სკოლის პრობლემებთან ერთად ცდილობს ქუჩებში დანაშაული აღმოფხვრას.
სუპერგმირის სოლო ფილმს დიდ ეკრანებზე 2017 წლის 28 მაისისთვის უნდა ველოდეთ.
4 010
FACEBOOK კომენტარები