რეკლამა

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!

მაშინ, როდესაც HBO-ს ცნობილი სერიალის მე-5 სეზონი, სულ რაღაც ორი დღეა დასრულდა, დასავლური გამოცემები მომდევნო სეზონის დეტალებზეც ალაპარაკდნენ. ჯორჯ მარტინის წიგნი “ზამთრის ქარები” იმ შვიდტომეულის მეექვსე ნაშრომია, რომლის მიხედვითაც ახალი სეზონის გადაღება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ “ცეცხლისა და ყინულის სიმღერის” ფენტეზის ჟანრის რომანების მომდევნო წიგნი ჯერ არ გამოქვეყნებულა, სერიალის ერთგულმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ წიგნისა და ფილმის სცენარი ბოლომდე ერთმანეთს არ ემთხვევა და ხშირად სცენარისტების მიერ გამოგონილი და რეალური სიუჟეტი ერთმანეთის პარალელურად ვითარებდა. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საზოგადოების გასაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, თუ რა მოხდება მომდევნო სეზონში. ბრიტანული გამოცემა The Telegraph შეეცადა მაყურებლების ინტერესი დაეკმაყოფილებინა, სცენარისტების საიიდუმლო ნაწილობრივ გაემხილა და “სამეფო კარის თამაშების” მე-6 სეზონის 6 სცენა წინასწარ გაეცნო ჩვენთვის! მაშ ასე…

მელისანდრა ჯონ სნოუს მკვდრეთით აღადგენს!

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!


სერსეი ყველაზე შურს იძიებს, მათ შორის თავის ძმაზეც, თუმცა იქნება ეს ტირიონი და თუ ჯეიმი, ამას მე-6 სეზონში გავიგებთ!

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!


არია“არავინ” გახდება!

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!


დაიენერესი დოტრაკის არმიას დაეპატრონება თავის დრაკონებთან ერთად, რომლებიც დღითიდღე განაგრძობენ ზრდას!

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!


კედელს ფეხით მოსიარულე მკვდრები შეესევიან და სემი თავს სხვების გადასარჩენად გაწირავს!

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!

ბრანი და რიკონი ისევ გამოჩნდებიან!

Game of Thrones - მე–6 სეზონის 6 სცენა!


სამეფო კარის თამაშების მომავალ სეზონს მაყურებელი 2016 წლის აპრილში ელის, თუმცა სერიალის შემქმნელთა მიერ ახალი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ არ დასახელებულა.

6 636
FACEBOOK კომენტარები