“აგენტმა” მოგებული ბიუჯეტით მოლოდინს გადააჭარბა!
მელისა მაკკარტი ისევ მოექცა სალაროების მიხედვით გაყიდვების თავში: წინასწარი შეფასებით, Fox-ის ახალმა კომედიამ პირველ უქმე დღეს 3 711 ლოკაციაზე 35 მილიონი დოლარი დააგროვა. პარასკევის პროგნოზებით, “აგენტმა” პირველ დღეს 12 მილიონ დოლარს მიაღწევდა. ეს მესამე ფილმია, სადაც რეჟისორი პოლ ფეიგი მელისა მაკკარტისთან თანამშრომლობს. მან მსახიობი ასევე 2011 წლის Bridesmaids-ში და 2013 წლის The Heat-ში გადაიღო. ვარაუდობენ, რომ კომედია დიდ მოგებას მიიღებს, რაც მაკკარტის დემონსტრირებადი ნიჭითაა განპირობებული. “აგენტი” აწარმოა Chernin Entertainment-მა. ფილმში აგრეთვე თამაშობენ როუზ ბურნი, ჯუდ ლოუ და ჯეისონ სტეტჰემი. ბიუჯეტი 65 მლნ დოლარია. მაკკარტი CIA-s ანალიტიკოსის როლს ასრულებს, რომელსაც აიძულებენ, იყოს საიდუმლო აგენტი საერთაშორისო ასპარეზზე.