რეკლამა

ჯორჯ კლუნიმ და ამალ ალამუდინმა ქორწინების ნებართვა მოიპოვეს!

ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი დაქორწინდებიან – ახლა უკვე ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. წყვილმა ოფიციალური დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც მათ უფლებას აძლევს დაქორწინდნენ. ჯორჯმა და ამალმა ცნობა გააფორმეს ლონდონში, სადაც საცოლე ცხოვრობს. ამ დოკუმენტის თანახმად, შეყვარებულებს ქვეყნის ტერიტორიის გარეთ დაქორწინება შეუძლიათ. მოსალოდნელია, რომ ცერემონია იტალიაში ,უკვე მომავალ თვეში შედგება. 53 წლის მსახიობი და მისი 36 წლის საცოლე სერიოზულად არიან განწყობილნი თავიანთი ქორწინების დასაკანონებლად. შეგახსენებთ, რომ მათ თავიანთი ნიშნობის შესახებ აპრილში გამოაცხადეს და , განსხავებით სხვა ვარსკვლავური წყვილებისგან, ცერემონიის გაურკვეველი ვადით გადადება არ დაიწყეს.

2 803
FACEBOOK კომენტარები