ჯორჯ კლუნი დანიშნულია!
ჰოლივუდის ყველაზე უიმედო ბერბიჭამ ჯორჯ კლუნიმ როგორც იქნა გადაწყვიტა საყვარელი ადამიანის გამო თავისუფლებას დამშვიდობებოდა. მსახიობმა ხელი სთხოვა ამელ ალამუდინს.
ჯორჯ კლუნიმ მრავალი ქალის გული გატეხა თავისი შეურიგებელი დამოკიდებულებით ქორწინების მიმართ. 1989 წელს მსახიობი დაქორწინებული იყო ტალი ბოლსამზე, მაგრამ მათი დაშორების შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა , რომ ოდესმე იგი კვლავ დააკანონებდა ვინმესთან ურთიერთობას. ჩანს, რომ ამელი ალამუდინმა ეს მოახერხა. მათი რომანი ჯერ კიდევ წინა წელს დაიწყო. დიდი ხნის მანძილზე ისინი თავიანთი ურთიერთობის დამალვას ცდილობდნენ, მაგრამ უფროდაუფრო ხშირად ხდებოდნენ პაპარაცები მათი რომანტიკული შეხვედრების მოწმენი. და აი, რამდენიმე დღის წინ ამელმა უსახელო თითზე ბრილიანტის ბეჭდის ტარება დაიწყო. წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯორჯმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა. მსახიობის წარმომადგენელმაც არ უარყო ეს ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგი სიტყვები თქვა: „ მე კომენტარს არ ვუკეთებ ჩემი კლიენტის პირად ცხოვრებას“.
photos