რეკლამა

"გრავიტაციამ" ამერიკულ კინოგაქირავებაში ლიდერობა შეინარჩუნა!

ფილმი "გრავიტაცია" ზედიზედ მესამე კვირაა ამერიკულ კინოგაქირავებაში ლიდერობას ინარჩუნებს. კვირის ბოლოს მან კიდევ 31 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
სურათის მსოფლიო შემოსავალმა 238 მილიონ დოლარს მიაღწია, ამის გამო შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პროექტის გამომუშავებულმა თანხამ დანახარჯი ამოიღო.
მეორე ადგილზე ფილმი "კაპიტანი ფილიპსი", 17,3 მილიონი დოლარით, დარჩა. ხოლო მესამე ადგილი სურათმა "ტელეკინეზმა" მოიპოვა, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც "კერი". სურათის საწყისმა შემოსავალმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია ფილმის "გაქცევის გეგმა" საკმაოდ მცირე შემოსავალი, რომელმაც კვირის ბოლოს მხოლოდ 9,8 მილიონი დოლარი მოაგროვა.

photos

"გრავიტაციამ" ამერიკულ კინოგაქირავებაში ლიდერობა შეინარჩუნა!

2 567
FACEBOOK კომენტარები