ვინ იქნება სამანტა ჯონსი "კერის დღიურებში"?
რამოდენიმე თვის წინ, სერიალ 'კერის დღიურების' შემქნმელებმა მაყურებელს აცნობეს, რომ ტელეისტორიის მეორე სეზონში, რომელიც კერი ბრედშოუს ახალგაზრდობაზეა, გამოჩნდებოდა სამანტა ჯონსიც. კონკრეტულად ვინ გახდებოდა 'დამწყები' სამანტა ჯონსი ცნობილი გახდა მიმდინარე უიქენდზე: ამ როლზე დამტკიცებულია ლინდსი ჰორტი.
მსახიობის შესრულებული როლის შეფასებას მაყურებელი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეძლებს, როცა სერიები ეთერში გავა.
ფილმის შემქნელები ასე აკომენტარებენ სიუჟეტს:
'ახალ სეზონში ახალგაზრდა კერი ბრედშოუ (ანა სოფია რობი) გაიცნობს მის ერთ-ერთ უახლოეს დაქალს - ვნებიან, თამამ და მშვენიერ სამანტა ჯონსს, რომელიც 1980-იან წლებში ტრიალებდა ნიუ-იორკის როკენროლილის ვარკვლავებში'
ერთი სიტყვით, შემოდგომით, მაყურებლის წინაშე წარსდგება არამარტო სამანტა, არამედ კერის კიდევ ერთი ახლო მეგობარი - სტენფორდ ბლეტში და ეს როგორც ჩანს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია, რომელსაც 'კერის დღიურების' შემქნელები მაყურებელს პირდებია.