რეკლამა
Robin Williams / რობინ უილიამსი
ტეგები

Robin Williams / რობინ უილიამსი

  • ნამდვილი სახელი: რობინ უილიამსი (Robin Williams)
  • დაბადების თარიღი: 21 ივლისი 1951
  • დაბადების ადგილი: ჩიკაკო,ილინოისი,აშშ
  • სიმაღლე: 1.73 მ
  • მეუღლე: მარიშაგარსეს უილიამსი (განქორწინება)
    ვალერია ველარდი (განქორწინება)
  • პირველი ფილმი: 1962


  • სრული აღწერა

    რობინ უილიამსი დაიბადა 21 ივლისს 1952 წელს ჩიკაგოში, აშშ, შეძლებულ ოჯახში. მისი მამა იყო კომპანია 'ფორდის' ერთერთი ხელმძღვანელი. უილიამსები სულ იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს – ისინი ერთი მდიდრული სახლიდან მეორეში გადადიოდნენ, მაგრამ პატარა რობინი მაინც არ იყო ბედნიერი. მას უამრავი ძვირადღირებული სათამაშო ჰქონდა, მაგრამ არ ყავდა მეგობარი ვისთანაც შეეძო ამ სათამაშოებით ეთამაშა. მშობლები შვილს დიდ დროს ვერ უთმობდნენ, სამუშაო და ფურშეტები თითქმის მთელ დროს იკავებდა. უახლოვესი მეზობლები რამოდენიმე მილით იყვნენ მოშორებულნი და ცხოვრობდნენ ასითივე სახლებში, რობინი ორი გერი ძმა კი მისი თამაშებისთვის ძალიან დიდები იყვნენ. ბავშვის ერთადერთი ერთგული მეგობრები იყვნენ ძაღლი და კუ.
    სკოლა რობინისთვის შვებად იქცა, ის ვერ უჯერებდა თავის სიხარულს, როდესაც მას ამდენი ნაცნობები და მეგობრები გაუჩნდა. უილიამსი კლასში ყველაზე მხიარული მოსწავლე იყო, მასწავლებლებს დასცინოდა, თანაკლასელებს აცინებდა და გავეთილებს აწყვეტინებდა მასწავლებლებს.
    სკოლის დამთავრების შემდეგ რობინმა ჩააბარა კოლეჯში სპეციალობით – პოლიტოლოგია. თუმცა მას არ აინტერესებდა სპეციალობის საგნები, ერთს გარდა – სამსახიობო ხელოვნების. მალე უილიამსი გარიცხეს, მაგრამ ამ დროსთვის მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ის აუცილებლად მსახიობი უნდა გახდეს. მაგრამ როდისაც ამის შესახებ მამამ გაიგო, მას არც ისე გაუხარდა ეს ამბავი და უთხრა შვილს, რომ სამსახიობოს გარდა რომელიმე 'სასარგებლო' პროფესია აეთვისა, მაგალითად შემდუღებლის.
    რობინმა ძლივს იპოვა სასწავლებელი სადაც შეიძლებოდა ეს ორი პროფესია შეესწავლა, მაგრამ რა თქმა უნდა ნელნელა შედუღება გვერდზე გადადო.
    რობინმა ჩააბარა ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ნიუ–იორკის თეატრალურ აკადემიაში – ჯულიარდის დრამის სკოლაში. რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის ერთერთ ადგილობრივ ბარში მუშაობდა, უილიამსმა გაიცნო თავისი პირველი ცოლი – ვალერია ვილარდი. იმ დროისთვის რობინმა მიატოვა სწავლა და გამოსვლები დაიწყო ადგილობრივ კლუბებში იუმორისტული ნომრებით. თეატრში მას სერიოზულ როლებს ძველებურად არ აძლევდნენ. მაშინ შეყვარებულებმა გადაწყვიტეს ლოს–ანჟელესში გადასვლა, სადაც უილიამსი ბოლოს და ბოლოს შეამჩნიეს. რამოდენიმე პატარა გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა უიმორისტულ ტელეშოუებში მსახიობი დაამტკიცეს ერთერთ მთავარ როლზე სერიალში 'მარკი და მინდი', სადაც მას უცხოპლანეტელის როლი უნდა ეთამაშა.
    უილიამსის დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1980 წელს, რობერტ ოლტმენის სურათში 'Popeye' (1980), თუმცა არც ეს ლენტა, და არც მომდევნო უილიამსის მონაწილეობით ფილმები წარმატებით არ სარგებლობდნენ მაყურებლების შორის. რობინს რთლად გადაჰქონდა წარუმატებლობა, სასმელს და ნარკოტიკებს ეტანებოდა. ცოლთან ურთიერთბაც გაურთულდა. სიტუაცია ვერ გამოასწორა დაბადებულმა ვაჟმა – ზაკარია ტიმ უილიამსმა. ცოტა ხანში წყვილი განქორწინდა. თმცა რობინს დიდ ხანს უცოლოდ არ უვლია – მან ცოლად შეირთო თავისი ბავშვის ძიძა – მარია გარსეზი, რომელმაც გაუჩინა მას ქალიშვილი ზელდა და ვაჟი კოუდი.
    პირადი ცხოვრება დალაგდა, უილიამსმა აჯობა ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, კარიერაც კი წინ წავიდა. 1987 წელს ეკრანებზე გამოვიდა ბარი ლევინსონის სურათი 'დილა მშვიდობისა ვიეტნამს', რომელმაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა და პირველი 'ოსკარის' ნომინაცია'. კიდევ ორი ნომინაცია მოყვა ფილმებს 'Dead Poets Society'(1989) და 'The Fisher King'(1991).
    წარმატებულად დასრულდა ასევე მსახიობის სამუშაო მულთფილმების გახმოვანებაში – ჯინიმ "ალადინიდან" მთელი მსოფლიოს მაყურებლებს შეაყვარა თავი.

    3 656
    FACEBOOK კომენტარები